|
2019-03-05 20:07:06, 1404 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაიმე რისკს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მცირედ ხარვეზებს გამოასწორებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ქართულ მედიას მოუწოდა, მოქალაქეების ინფორმირება მოახდინონ იმის თაობაზე, რომ ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ. ჰანის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა. „ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება გარკვეულ ხარვეზებს გამოასწორებს. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლიც ამ მიმართულებით, რადგან მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ თავშესაფრის ძიება არ იქონიებს შედეგს ევროკავშირში, იმიტომ რომ საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად. რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 000 ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამოდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს მასშტაბები თავისას ამბობს. მინდა მოგიწოდოთ, მედიის წარმომადგენლებმა თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)