|
2019-03-05 18:38:28, 1564 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა
მხარეებმა დეტალურად განიხილეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეფუტკრეების მაქსიმალური ჩართულობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. პრაქტიკოს მეფუტკრეებთან თანამშრომლობით ზუსტად უნდა განისაზღვროს შეწამვლითი სამუშაოების ვადები. აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მოსახლეობის შეტყობინების უფრო მოქნილი სისტემა იმუშავებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტუალურია ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, სამინისტრო საკონსულტაციო კომპანიების, დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საქართველოში მოწვევის, ასევე, ქართველი მეფუტკრეების საზღვარგარეთ სასწავლო მივლინების მიმართულებით დაიწყებს მუშაობას. საუბარი შეეხო ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემის საკითხს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიკვლევადობა და ამ მიმართულებით მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მარტის ბოლოს სამინისტროში მეფუტკრეებთან შეხვედრა კვლავ გაიმართება, სადაც შეჯერდება მოსაზრებები და დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები. ქართველ მეფუტკრეებთან გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)