10:25 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 16:52:10, 1483 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რუსთაველის ქუჩასა და ამავე ქუჩის I ჩიხში საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, საგზაო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რის გამოც, გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება. ამასთან, კულა გლდანელის ქუჩის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, რომლის სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გლდანის გამგეობა მიმდინარე წელს რასაკვირველია, გზის საფარის მოწესრიგებას სხვადასხვა ქუჩაზე განახორციელებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4 570 კვ.მ ფართობზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე ხორციელდება კულა გლდანელის ქუჩაზე; ასევე, კაპიტალურად ეწყობა ჯანჯღავას III შესახვევისა და  კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ეწყობა. 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics