|
2019-03-05 12:56:56, 1381 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ნარჩენების მართვაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, სადაც სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრაზე საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემების გაუჯობესებისა და შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი მოქმედებების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. „ნარჩენების მართვის სექტორში კომუნიკაციის მნიშვნელობის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის მიზანს ამავე სექტორში მიმდინარე სხვა პროექტებში კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამით, ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, თემატური სექტორის ატაშემ ალექსანდრე დარასმა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)