|
2019-03-05 10:03:20, 1257 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი, „აბაშიძე-კარასინის" ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხები, რომელზეც დახურულ რეჟიმში მსჯელობდნენ. „ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებები, რაც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისკენ და ხელს უშლის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორცილებას. ჩვენი პოლიტიკა დამყარებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე. ბუნებრივია, ამ პროცესების ირგვლივ არსებობს კითხვები როგორც მმართველ გუნდში, ასევე, ოპოზიციაში და მოსმენაც სწორედ ამიტომ გაიმართა", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომიტეტის წევრებს, ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე და არაღიარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. ლაშა დარსალიას განცხადებით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაზე. „ვისაუბრეთ დეტალებზე თუ რას აკეთებს და როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა მთავრობებთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, იმისთვის რომ ეს საკითხი იდგას მაღალ დონეზე დღის წესრიგის. ამ კუთხით პროგრესი და გარკვეული შედეგებიც გვაქვს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დეტალური საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აინტერესებდათ. მომხსენებელმა პრაღაში მიმდინარე ქართულ-რუსულ დიალოგზე და იქ განსახილველ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებს და გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. „მე შევეცადე პარლამენტის წევრებისთვის მიმეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გამეცა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ეს იყო საქმიანი, სასარგებლო შეხვედრა. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში იქნება აზრთა ერთიანობა, ოპოზიციასა და პოზიციას შორის, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ამ პროექტის რეალიზაციისათვის. მე ასეთი განცდით გამოვედი, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა და სასარგებლო როგორც ჩემთვის, ასევე პარლამენტარებისთვისაც", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. „ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო პასუხები ყველა კითხვაზე, დეტალურად განგვეხილა ეს საკითხები და გაგვეცა შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის ჯანსაღი სამუშაო პროცესი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)