|
2019-03-04 14:54:04, 1292 ნახვა
საზოგადოება
სს „ელმავალმშენებელი“-ს ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს
სს „ელმავალმშენებელი“-ს ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სს „ელმავალმშენებელში“ ნამდვილად რთული სიტუაციაა ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით. არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომი სამუშაო გეგმები, თუ რა დატვირთვით ვიმუშავებთ. სამუშაო გეგმები კი ასეთია: გვყავს ასევე ჩვენი უკვე ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოგვცენ 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება; ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ მოგვმართა თხოვნით გავარემონტოთ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა; გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია; ასე რომ ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)