|
2019-03-03 11:21:13, 1294 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე იაკობი - არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი
არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა. „როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ეს წერილი წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს. ერთია, რომ რაღაცას წერ - მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაიჯერო. ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ? არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი - თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებო, გამოაქვეყნოს, რაც უნდა. კონკრეტული ფაქტები იქ არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა - ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი. მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი და მოწამე იყოს, როგორც მას ზოგიერთი სასულიერო პირი უწოდებს - თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგ ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ თუ ასე მუქარით ილაპარაკა - გამოაქვეყნოს“, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)