|
2019-03-01 17:50:55, 1484 ნახვა
საზოგადოება
„დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი, შეწყდეს მოსახლეობის „გაკულაკება“ - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა
"დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი" - ამ სათაურით სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა. ადრესატები არიან: საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, საპენსიო სააგენტო. როგორც პეტიციის ავტორები წერენ, ამ დრომდე არ არის გამოკვლეული ამ რეფორმის რისკები. "საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე - აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა. ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება", - წერია პეტიციის ტექსტში. ამ დროისთვის პეტიციას 1000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)