12:37 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 22:46:30, 1198 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადებას ავრცელებს

როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად  მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს  6  თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები.  ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ  მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც  არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და  აქტიურადაა ჩართული  მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის. 

ჩვენი მხრიდან  შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად   ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის  ჩართულობით განხორციელდა შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დასაქმებულთა უმრავლესობას შორის.  მოლაპარაკების დროს ადმინისტრაციამ აღიარა დავალიანება პერსონალის  წინაშე და გამოთქვა მზაობა ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება, რაც ორმხრივი  წერილობითი შეთანხმებით  დადასტურდა. 

  ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნათესაურ კავშირში იმყოფება ელმავალმშენებელი ქარხნის  გენრალურ დირექტორთან  დავით გორგოძესთან. რაც  დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. 

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას  შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და  სრულ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ელმავალმშენებლი ქარხნის თანამშრომლებს.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics