12:39 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 16:38:20, 1232 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.

კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე  სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელი დედაქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული  პროექტებით  იქნება დატვირთული.

„მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ამის შესაძლებლობას წლევანდელი ბიუჯეტიც გვაძლევს. დღეს კანდეკალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ქუჩა გასულ წელს ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სხვა ქუჩების მსგავსად, სრულად მოწესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე  ლარია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics