12:37 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 18:36:54, 1044 ნახვა

საზოგადოება
ამერიკული გამოცემა Thrillist: საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხეს

ამერიკულმა გამოცემამ - „Thrillist“ საქართველო 2019 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

გამოქვეყნებულ რეიტინგს თან ახლავს ჟურნალისტის სტატია, რომელიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსა და ამ მხრივ მის უნიკალურობას ეხება. მსოფლიოში ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია შეაფასა. მათ შორის ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ტურისტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანამ ტრანსფორმაცია განიცადა და კრიმინალი დაამარცხა.

„საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო. რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში? ეს ჭაჭაა, მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლის გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ“, - წერს ბეჯმამინ კემპერი.

აღსანიშნავია, რომ „Thrillist“ -ს თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ის ამერიკელ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics