|
2019-02-27 16:24:30, 1305 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - თუ ივანიშვილს დავალება ჰქონდა „მიცემეული“, როგორ გამოცხადდა სხდომაზე სამივე ბანკირი?!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რაჩილ თალაკვაძე არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობას დავალებული ჰქონდა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულიყო და სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა. „თუ ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება ჰქონდა „მიცემული", რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი - ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ ყოფილი წარმომადგენელები და ახლანდელი აქციონერები. თუ განხილვა არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა ყოფილიყო, რანაირად მოხდა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდა სხდომაზე?!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის" თოქშოუში „პირისპირ". მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება", თავმჯდომარე „ქართული ოცნების წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედულად „ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო. მისივე განცხადებით, აბსურდია, როდესაც ამ ფაქტის შემდეგ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დავალება ჰქონდათ მიღებული, კომიტეტი არ ჩატარებულიყო და განხილვა არ შემდგარიყო. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ყველა შეკითხვას, ასევე დაასახელა ასეთი ფორმატის რისკები და საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასთან შეუსაბამობა, მაგრამ რაც მერე ვნახეთ, ოპოზიციის ისტერია, მათი ქცევა, ვნახეთ თუ როგორი ინტერვეციები ჰქონდათ და რა რეპლიკებს ისროდენ ამ სხდომაზე, პრაქტიკულად მათ ეს სხდომა არიეს, გამოიყვანეს ყოველგვარი საქმიანი ფორმატიდან და რეალურად ამ სამ ბანკირს, არ მიეცათ საშუალება რომ თავისი პოზიციები გამოეხატათ. ამ ქალბატონებმა და ბატონებმა მოახერხეს ის რომ ჩვენი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რომან კაკულიაც გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მას პრაქტიკულად არ მისცეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალება, ისე როგორც ეს იყო თავიდან დაგეგმილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევა ახალი რეგლამენტით მოხდა. „ეს არის ზუსტად ახალი რეგლამენტი რომელიც საშუალებას აძლევს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს რომ კომიტეტის ფორმატში მოიწვიოს თანამდებობის პირი, დღეს ამბობდნენ,რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საპარლამენტო ზედამხედველობაზე, რეგლამენტი ფეხქვეშ გათელა და პარლამენტის როლი დააკნინა. ამას ამბობს ხალხი, რომლებიც ერთი კვირის წინ ამავე რეგლამენტის ფარგლებში მოწვეულ მინისტრებს უსვამდნენ ყველაზე მწავავე შეკითხვებს ძალიან კარგად იყენებდნენ იმ შესაძლებლობებს ,რაც არის მინიჭებული რეგლამენტით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)