|
2019-02-27 13:21:21, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ალიევს: ჩვენ ვართ ახლო მეზობლები - წარმატებებიც და ტრაგედიებიც ერთად გავიარეთ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათ ყველა იმ დარგზე ისაუბრეს, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს. "ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა. ერთად გავიარეთ წარმატებების და ტრაგედიებიც. ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ და ვიცით, რა ფასი აქვს, იმას, რომ მაინც წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება გააგრძელო და ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ისიც გავიზიარეთ, რომ ჩვენ გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში, შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის ნიშანი, რითიც ჩვენ მსოფლიოში შევდივართ. ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ ჩაიდოს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)