|
2019-02-26 17:16:04, 1364 ნახვა
პოლიტიკა
ქაცარავა ენმ-ს - ზალკალიანი მარტის შუა რიცხვებში საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოვა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას თქმით, მარტის შუა რიცხვებში კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსვლაა დაგეგმილი. როგორც მან ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის ინიციატის საპასუხოდ განაცხადა, მინისტრებისგან კომიტეტებში ნებისმიერი კითხვაზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი. „დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველვყოთ პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, რისი მოწმეც არის ჩვენი საზოგადოება. რაც შეეხება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცხადებულ ინიციატივას კომიტეტში მინისტების მოწვევასთან დაკავშირებით, გასულ კვირას ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა პარლამენტში და 8 საათის განმავლობაში პასუხობდა დასმულ კითხვებს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შესახებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ისედაც დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მათზე პასუხების მიღების საშუალება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)