|
2019-02-26 13:11:42, 1310 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - სხდომაზე, სადაც TBC-ს საქმეს განიხილავენ, შეხვენება გამოცხადდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაზე და "თიბისის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფრიძე იმყოფებიან, ხმაურის გამო ვერ გრძელდება. კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დარბაზში მყოფ დეპუტატებს სიმშვიდისკენ არა ერთხელ მოუწოდა, თუმცა დაძაბული ვითარების გამო, კაკულიამ შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს "თიბისი ბანკის" საქმის განხილვა პარლამენტში. "ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვთვლიდით რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა პარლამენტის კომიტეტზე არ იყო მიზანშეწონილი. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა არ გაითვალისწინა ეს მოსაზრება. სხდომა ისევ ჩანიშნულია და აქედან გამომდინარე, მე მოვედი პარლამენტში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. გვენეტაძის ამ განცხადებას ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი გამოეხმაურა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გვენეტაძე ვერ აცნობიერებს, სად იმყოფება და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული. "ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს", - მიმართა სამადაშვილმა გვენეტაძეს. "ევროპულიი საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა: პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით".
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)