11:53 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 11:41:53, 833 ნახვა

საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანია“ დუბაიში, საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა

სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. დუბაიში  17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა.

სს "ქართული ლუდის კომპანიამ" გამოფენაზე პირველად წარადგინა ასევე არაალკოჰლური ლუდი „რაგნარი“, რომლესაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოფენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა 50-ზე მეტ დისტრიბუტორთან.

ქართული კომპანიები Gulfood 2019-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით წარდგნენ. გამოფენაში მონაწილეობა სულ 12-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.

უკვე ცნობილია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.

Gulfood 2019 არაბთა გაერთიანებულ საემიროების უმხსვილესი გამოფენაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.

გამოფენას 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics