|
2019-02-26 10:55:36, 812 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში თემაზე - „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ ისაუბრეს
თიბისი გალერეაში შეხვედრა შედგა თემაზე - „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში". ღონისძიებაზე ორმა მომხსენებელმა შემდეგ თემებზე ისაუბრა: ეკა ენუქიძე - პროექტის „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ დირექტორი; საუბრის თემა - რუსული დღიურები: ▪ როგორ იქმნებოდა „რუსული დღიურები“. ▪ რობერტ კაპასა და ჯონ სტაინბეკის მოგზაურობის ნაკლებად ცნობილი დეტალები საბჭოთა არქივებიდან. დავით ცხადაძე - ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი; საუბრის თემა - მისიონერები "მაგნუმიდან" ▪ მოკლე ისტორიული ექსკურსი გასული საუკუნის შუახანიდან დღემდე. ▪ „მაგნუმის" მოღვაწეობა საქართველოში და მისი მნიშვნელობა. ▪ „მაგნუმი", როგორც „მოწმე" და „ამბის მთხრობელი". ▪ "მაგნუმი", როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში სტანდარტის შემქმნელი. თიბისი გალერეაში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში" 15 თებერვალს გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos"-ს წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „Magnum Photos". გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს. საქართველოში ჩამოსვლამდე გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა. გამოფენა თიბისი გალერეაში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
(R)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)