|
2019-02-25 13:36:32, 849 ნახვა
საზოგადოება
N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურის ეროვნული ნაკრების ესტონეთის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩს N11 დაწესებულების 23 არასრულწლოვანი მსჯავრდებული დაესწრო. თამაშის დასასრულს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს, მოზარდებს გაესაუბრნენ და საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს საკუთარი ავტოგრაფებით. ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება. მინისტრის ამ ინიციატივას რამდენიმე სპორტული ფედერაცია, მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტსმენებთან შეხვედრა. ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დაისახა, კერძოდ, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა, რომ უკვე დაიწყოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან მუშაობა.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)