11:54 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 13:22:04, 903 ნახვა

საზოგადოება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოებზე ეროვნული დროშები დაუშვეს

2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.

დროშა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში დაეშვა.

„პატივს მივაგებთ  მათ ხსოვნას, ვინც 1921 წელს წინ აღუდგა საბჭოთა ოკუპაციას და დათმო სიცოცხლე საკუთარი სამშობლოს თავისუფალი მომავლისთვის. ქართული დიპლომატია ყოველთვის დგას მათი ოცნების სადარაჯოზე და იღწვის ჩვენი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად“.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და  საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. აღნიშნულ აქციას საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველ წელს უერთდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics