14:49 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 12:31:58, 1032 ნახვა

პოლიტიკა
კუპრავას დაკავებას მის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას დაკავებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში კუპრავას მხარდამჭერებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. - ამის შესახებ, კუპრავას მეუღლემ ხატია თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციამ  ოფისი დაარბია. 

ხატია თორდიას თქმით, კუპრავა სამართალდამცველებმა ისე დააკავეს, რომ მას ფეხსაცმლის ჩაცმის უფლებაც კი არ მისცეს. მისი მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ მომხდარა. 

„გვეძინა, შემოცვივდნენ. მოიპარეს, ფეხსაცმელიც არ ეცვა. არ მისცეს უფლება, რომ ფეხსაცმელი ჩაეცვა. რამდენჯერ დამარტყეს, რამდენჯერ წამაქციეს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავას მეუღლემ, ხატია თორდიამ.

 ზვიად კუპრავას მხარდამჭერის, გიორგი არაბულის ინფორმაციით, გამთენიისას პოლიცია ოფისში შეიჭრა.
"პოლიცია შემოიჭრა ოფისში,ზვიად კუპრავას დასაკავებლად,გვათრიეს და გვირტყეს. " - აცხადებს არაბული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics