11:49 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 14:45:02, 918 ნახვა

საზოგადოება
„ერთად შევქმნათ ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს

ჭიდაობის ფედერაციაში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა იმართება.

პრეზიდიუმის მთავარი განსახილველი თემა 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი ძალადობის ფაქტია.

სხდომის პარალელურად, ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

დემონსტრანტებს შემდეგი შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: „ერთად შევქმნათ დაუსჯელი ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი“. „ეს არ არის მხოლოდ ზურა დათუნაშვილის ბრძოლა, ეს ჩვენი ბრძოლაა! შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“

ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, მოძალადეები არ უნდა იკავებდნენ თანამდებობას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არ უნდა ძალადობდნენ მოქალაქეებზე.

„ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დაუყონებლივ გადადგომა. მოძალადე გეგეშიძე არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ქართველებისთვის საყვარელი სპორტის სახელობის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის კაცი, რომელმაც ყველას თვალწინ ტატამზე ურცხვად, ევროპის მოქმედ ჩემპიონს თავი გაუტეხა და რატომღაც ის სასამართლომ დატოვა თანამდებობაზე. ჩვენი აქცია დასრულდება სხდომის დასრულებამდე. იმედია დელეგატების ნაწილი მაინც შემოგვიერთდება და უკვე მათთან ერთად მოვითხოვთ გეგეშიძის გადადგომას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოება „რუსეთი ოკუპანიტია".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics