|
2019-02-23 14:26:19, 988 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ქვეყნის ინტერესებშია
„ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გუშინ, დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა მხარეს შემდეგი პროცედურა: არის რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე, არის საკუთარი სტრუქტურის მქონე, გაგრძელდება, მინიმუმ, ორ თვეს, და ეს ჩაივლის საზოგადოების ძალიან მყარი დაკვირვების ქვეშ, შესაბამისად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში, იქნება მიღებული, ასე ვთქვათ, ხარისხიანი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის უზრუნველყოფილი ჩვენი კანონპროექტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, სამი ძირითადი შენიშვნა გამოითქვა, რაზეც, მსჯელობა გაგრძელდება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანაა მკაფიო პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა, რასაც მმართველი გუნდი უზრუნველყოფს. „ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურები და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებში და არა გიორგი მშვენიერაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, კანონპროექტის მიმართ, საერთო დამოკიდებულება დადებითია და გამოთქმულ შენიშვნებზე მუშაობა გაგრძელდება. „დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამ საკითხზეც გვექნება შეთანხმება და შესაბამისად, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული ფართო მხარდაჭერით. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის", გიორგი მშვენიერაძის და სხვა მსგავსი წარმომადგენლების მხარდაჭერა, თუმცა, ამას ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ სუბიექტს, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი ჩვენს შეხვედრაზე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)