|
2019-02-22 18:44:00, 1173 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო მუცლად მყოფი ჩანასახისთვის, სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრას ითხოვს
კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუცლად მყოფი ჩანასახის სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრა მოხდება, - აღნიშნული ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის. მათივე თქმით, კანონის ინიცირების შემდეგ, აბორტის მსურველი ქალის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება. კიკეთის ტაძრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე. „მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე - ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის, უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ“, - განაცხადა ანდრიამ ჯაღმაიძემ.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)