|
2019-02-22 12:20:09, 956 ნახვა
საზოგადოება
ბესელია: გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა
"ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სახით გააგრძელებს მუშაობას. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის თანამოაზრეების გადაწყვეტილებას დაელოდება და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს გამართავს. "ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დაველოდები, როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ ახლა რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურ არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლტიკურ ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ერთიანი ფორმები. ჩვენ ვართ პარლამენტში და გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ხალხის სახელით, გვექნება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. მას შემდრეგ როდესაც ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას, ხალხთან დათათბირების შემდეგ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია "ქართული ოცნება" დატოვა.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)