23:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 21:39:59, 1492 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

„მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში ბოლო გამოსვლა მქონდა პარლამენტის ტრიბუნაზე. ჩემთვის ზღვარი წაიშალა, რაზეც ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერ იმას, რასაც ის ჩადიოდა ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზე თქვეს, რომ რა მოხდა ადრე ცუდს აკეთებდნენ, დღეს კარგად იქცევიანო. ეს ჩემთვის არის ყველაფრის საწინააღმდეგო პოზიცია. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ სიმახინჯეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირით გაახმოვანა ქართულმა ოცნებამ“. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თანავუგრძნობ ჩვენს ბევრ კოლეგას. დიდ მადლობას გადავუხდი მათ, ვინც დაიკავეს სწორი პოზიცია. არ ვაპირებ პიროვნებებზე საუბარს. კონიუნქტურამ შეჭამა უმრავლესობა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics