|
2019-02-21 16:38:40, 1075 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგეობა ავლაბარში ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს
უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა. აღნიშნულ მისამართზე, შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა, ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ავტოფარეხების დემონტაჟთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. „მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ სახეს მიიღებს. გვერდითა ეზოში, სადაც ოთხი ფარეხი დავშალეთ, სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზეც გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება “, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორ მისამართზე განახორციელა. ქეთევან წამებულის გამზირის N76-ში ახალი სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია.
(NS)
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)