|
2015-06-18 19:01:03, 530 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, 2015 წლის 18 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა აღნიშნული ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფს აქტიური მხარდაჭერისა და ვიშეგრადის ფონდის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, რაც გულისხმობს პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებად შეაფასა. თავის მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების მინისტრის მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)