|
2019-02-21 14:40:57, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი ბესელიას კანონპროექტზე - ავტორები გვთავაზობენ, რომ კონსტიტუცია გვერდით გადავდოთ
„აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ჩვენ გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გადავდოთ გვერდით“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილავენ დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში 2021 წლისთვის სასამართლო სისტემა ასი მოსამართლით შემცირდება. „ჩვენ დღეს ვიხილავთ პირველი მოსმენით კანონპროექტს, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით იურუდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პოლიტიკურად მიზანშეწონილი და ამასთან ერთად სამართლიანი და კონსტიტუციის შესაბამისი იქნებოდა გადაწყვეტილება, დაგვეჭირა თუ არა მხარი კონკრეტული კანონმდებლობისთვის. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაანალიზეთ ეს წარმოდგენილი კანონპროექტი და კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ცნო მოუმზადებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაანსახილველად. მე ვიდრე არგუმენტებს წარმოგიდგენთ და ჩვენს საზოგადოებას ავუხსნი, თუ რასთან გვაქვს საქმე და რის წინაშე ვდგავართ. საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება თითქოს უკავშირდება უზენაესს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეხება განსამწესებელ მოსამართლეებს, არამედ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში განსამწესებელ მოსამართლეებს. რაც შეეხება, საკითხს რის წინაშე ვდგავართ დღეს ჩვენ, აღნიშნული კანონპროექტის ავტორები ჩვენ გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შეიმუშავა წართველმა ხალხმა და რომლის ურყევი ნებაა, რომ დაცული იყოს სახელმწიფოში კონსტიტუციური წეს-წყობილება და იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და პატივი ვცეთ ქვეყნის უზენეაესს კანონს, გადავდოთ გვერდით, მე ვსვამ შეკითხვას და მივმართავ საზოგადოებას, რამდენად სამართლიანი ვიქნებით, რამდენად გვაქვს ამისი ლეგიტიმაცია საზოგადოების მიღებული უზენაესი კანონის საპირისპირო გადაწყვეტილება მივიღოთ. კოლეგები, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრები, თქვენ როდესაც ამუშავებთ კანონპროექტს, იხილავთ და მსჯელობთ თქვენს კოლეგებთან, ამოწმებთ ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში კონკრეტული კანონპროექტი საქართველოს უზენაესს კანონთან. კანონის მიღმა დგას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვაც ჩვენ დაგვავალეს. რა ფუნდამენტური უფლებები დაირღვევა თუ ჩვენ ამ კანონს დავუჭერთ მხარს: - ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით იმას, რომ კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ კანდიდატებს, რომელთაც სურთ განმწესდნენ მოსამართლედ, რომ მათ აეკრძალებათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ეს კანონპროექტი კიდევ უფრო გადატვირთულ სასამართლო სისტემას კოლაფსთან მიიყვანს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ 2021 წლისთვის სასამართლო სისტემა ასი მოსამართლით შემცირდება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)