|
2019-02-20 19:06:17, 1227 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა
გორში, პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის მშვიდობიანი. „ამ პოლიტიკას ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ. ამ პოლიტიკის ნაწილია, ასევე ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განსაკუთრებით, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ნატოში ინტეგრაციის გაძლიერება, რაც არის ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის, ანუ რუსული საფრთხეების შეკავების რეალური საფუძველი“, - აღნიშნა იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო დინამიკაზე. „ერთ თვეში საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს სწავლება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდებით. საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი და სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ასევე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან გაცხადდა, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ელჩებიც ჩამოვლენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)