15:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 17:31:49, 1269 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი ადვოკატი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას უერთდება და მოწოდებით, „ძაღლებსაც აქვთ უფლება“, მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათი სახლს დგამს.

ხის სახლები ორგანიზაციის თანამშრომლებმა საკუთარი შემოსავლებით შეისყიდეს და თითოეულ მათგანზე დატანილია ტექსტი: „ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით“.

ღონისძიების მიზანია ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მოსახლეობის სამართლებრივი ინფორმირებულობის ზრდას.

ხის სახლები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად განთავსდება.

როგორც „ჩემი ადვოკატის“ დირექტორი მარინა ბერაძე აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან და სამართლებრივ დახმარებას უწევდა როგორც ცხოველთა მიმკედლებლებსა და პატრონებს, ისე სხვა ფიზიკურ პირებს. მისი თქმით, ეს პროცესი 2019 წელს კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics