|
2019-02-19 15:21:03, 1051 ნახვა
პოლიტიკა
კვაჭანტირაძე - უსაფრთხოების საბჭოში იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს მიწვეული
უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით უხერხულობაში ვვარდებით - იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს მიწვეული, - ამ შეკითხვით პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ნათია მიქელაძეს მიმართა. მიქაბერიძე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს წარადგენს. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არის უსაფრთხოების საბჭოში. „პოლიტიკური გადასახედიდან ცოტა უხერხულობაში ვვარდებით ჩემი აზრით, როცა პრეზიდენტის კომენტარებს ტელევიზიით ვიგებთ, სადაც აშკარად ჩანს პრეზიდენტის კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს უხერხულობა მოვხსნათ. მე ვფიქრობ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უზრუნველვყოთ პრეზიდენტის ოპერატიული ინფორმირებულობა უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე. ამიტომ, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. არის ტექნოკრატიული არგუმენტები და გასაგებია, რომ პრემიერი ვერ უხელმძღვანელებს საბჭოს, სადაც ჩვეულებრივი წევრი იქნებოდა პრეზიდენტი, მაგრამ იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს მიწვეული მუდმივმოქმედ წარმომადგენლად, რაც უზრუნველყოფს მის ოპერატიულ ინფორმირებულობას. ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდალი. არ შეიძლება, რომ არ იყოს რაღაც კავშირი ამ ორ საკონსულტაციო ორგანოს შორის. არ შეიძლება რომ პრეზიდენტი არ იყოს ოპერატიულდ ინფორმირებული საბჭოს საქმიანობის შესახებ. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არის უსაფრთხოების საბჭოში“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიცისტივაზე მსჯელობს. კანონპროექტზე მსჯელობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხლების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. ცვლილებიების თანახად, შექმნილ საბჭოში, მის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტი, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტერები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახუროს უფროსები, ასევე თავდაცვის ხელმძღვანელები იქნებიან. პროექტის მიხედვით საბჭოს ცალკე დამოუკიდებელი აპარატი ეყოლება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება საელმწიფო ბიუჯეტით მოხდება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)