|
2019-02-19 11:39:34, 1068 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველოს საგზაო ხერხემლის განახლება, გზების უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
„ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მოხდება 100 კილომეტრის განახლება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითრების შედეგად, ქვეყანაში საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება. „რამოდენიმე სიტყვით შევეხები პროექტს, რომლის ხელშეკრულებაც დღეს გაფორმდა. ევროკავშირი პარტნიორობას უწევს საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკი ახდენს ამ რესურსის გატარებას. მოხდება 100 კილომეტრის განახლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ეს არის საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ეს პროექტი ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი 100 კილომეტრი განვითარდება ქვეყანაში და უფრო უსაფრთხო იქნება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა. ამით განხორციელდება საქართველოს ტრანსპორტის შესაძლებლობები, როგორც ტრანზიტის ცენტრი რეგიონში. ეს იმას ნიშნავს ასევე, რომ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო სექტორში. ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 6,1 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებას გამოვყოფთ, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალ ინვესტიციებს ქვეყანაში, გავაძლიეროთ საგზაო დეპარტამენტის შესაძლებლობები, იმისათვის, რომ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდეს ქვეყანაში. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საგზაო უსაფრთხოებაში, საქართველოს გზებზე მოძრაობის კუთხით. აქვე მინდა მივულოცო ყველა ჩვენთაგანს დღევანდელი შეთანხმების გაფორმება და სულმოუთქმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანხა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაციას მოხმარდება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)