|
2019-02-18 16:32:05, 999 ნახვა
საზოგადოება
ილიაუნის სტუდენტები და რექტორი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდენენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია და სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ზედანიას განცხადებით, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. ამასთან, სტუდენტებთან განიხილეს ის საკითხები, რომელზეც შეთანხმდება ვერ ხდება. „შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხება სრულად შესაძლებელია, რომ მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალშექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვთქვით, რომ ცალკე ჯგუფი შეიქმნება სტუდენტური რეფორმების, რომელიც იმუშავებს წესდებაში ცვლილებებზე, უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა რექტორმა. შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)