|
2019-02-18 14:53:57, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი, რომში ვიზიტის ფარგლებში, 20-მდე ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რომში სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მონაწილეობდა, რომელიც იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში გაიხსნა და 190 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. სესიის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, მექსიკის, ახალი ზელანდიის, სეიშელის კუნძულების, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, საუდის არაბეთის, მონღოლეთისა და რუანდის ოფიციალურ დელეგაციებთან. შეხვედრების მთავრი მიზანი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველის, დავით კირვალიძის კანდიდატურის წარდგენა იყო. დავით კირვალიძემ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთად შეძლებენ წარმატების მიღწევას და თანამედროვე გამოწვევებს დროულ და ადეკვატურ პასუხებს გასცემენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება ყველა ქვეყნის ინტერესების დამცველი საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვით. გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში, დავით კირვალიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)