|
2015-06-18 15:48:50, 530 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის არც ერთი წევრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშივლი მიიჩნევს, რომ სტიქიის დროს და შემდეგ პერიოდში მთავრობას სერიოზული შეცდომები არ დაუშვია. როგორც ივანიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, შეცდომის გარეშე საქმის კეთება არ არსებობს, თუმცა, ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ მცირე დანაკარგი ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობის რომელიმე წევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. „ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურად და კარგად მოიქცა მთავრობა. პირადად პრემიერი და მთელი მთავრობა მობილიზებული იყო. საზოგაოდებამ საოცარი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა, ძირითადად ახალგაზრდებმა. ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაქსიმალურად ცდილობდა. რამდენად გამოუვიდა, შეიძლება შეფასებები გაკეთდეს. თქვენს ენთუზიაზმს, იმ მიმართულებით, რომ ვიღაცეები უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ, პირიქით ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ხდებოდა, ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებდა, მობილიზებული იყო. არ არსებობს საქმის კეთება პატარა შეცდომის გარეშე, მაგრამ ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა არ იყო, იდეალური კი არაფერი არსებობს“,– აღნიშნა ივანიშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)