12:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 14:23:00, 1139 ნახვა

საზოგადოება
უგულავა - კალაძის გადაწყვეტილება, კოეფიციენტების გადაჭარბების აკრძალავაზე, პოპულისტურია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილება კოეფიციენტების გადაჭარბებასთან დაკავშირებით პოპულისტურია. 

როგორც უგულავამ აღნიშნა, სამართლიანი იქნება თუ კალაძე გამოაქვეყნებს ინფორმაციას, თუ ვისზე გაიცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში k2-ის კოეფიციენტი. 

"არის მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილება, შეიძლება ბევრი მაქებარი ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია. გენგეგმა, რომელზეც ნარმანიამ დახარჯა მილიონები და კალაძე თავის საარჩევნო პროგრამაში საუბრობდა, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ვისაც უმუშავია და იცის სპეციფიკა, ყველა დამეთანხმება, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეული გამონაკლისის შემთხვევებში კორექტირებას საჭიროებს. თუ კომისიას არ ენდობი ჯობია ის განაახლო, მოიწვიო მეტი ექსპერტი და გახადო უფრო გამჭვირვალე და არა ის, რომ კორექტირების განხორციელების შესაძლებლობა აკრძალო. კალაძე იქნება თანმიმდევრული და სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს, მისი მერობის პერიოდში ვისზე მოხდა k2 კოეფიციენტის გაყიდვა. მახსოვს, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი ამ სერვისის იყო მაგალითად პანორამა თბილისი, ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის ასევე არქი ჯგუფი, რომელთანაც ახლო კონტაქტში ეჭვმიტანილია თბილისის მოქმედი მერი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს გაირკვეს ვისზე არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული k2-ის კოეფიციენტი და მეორე, არსებითად არასწორია ეს. ეს არის პოპულისტური გადაწყვტილება, მას შეიძლება ჰყავდეს მომხრეები, მაგრამ არ მგონია რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას, საბოლოო ჯამში არ დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს და უამრავ სხვა ამ სფეროში მომუშავე ადამიანს. ამ საფრთხის წინაშე ისედაც ვდგავართ, რადგან საბანკო რეგულაციებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა იპოთეკურ კრედიტებს და დეველოპერები საშინელ მდგომარეობაში არიან. ქვეყნის ხელისფულება ყველა დონეზე მერიიდან დაწყებული, დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებით ებრძვის ღარიბებს და არა სიღარიბეს", - ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, k2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics