11:13 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 15:03:46, 944 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას მწვანე გარემოში ცხოვრებას ჰპირდება

„ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის  წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან  ერთად,  ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ირაკლი აბუსერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათრაიონში დაგეგმილი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.პროექტის ფარგლებში, ვაზისუბნის მე-4მ/რ-ისმე-2 კვარტლისმე-5 და მე-7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა, რომლის პროექტი ირაკლი აბუსერიძემ მოსახლეობას თავად გააცნო. პარალელურ რეჟიმში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის 21-ე კორპუსის წინ,საგზაო სამუშაოები  მიმდინარეობს. 

„პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსახლეობის ინტერესებია. შეხვედრებისას მოქალაქეები ერთ-ერთ მთავარ საკითხად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და  რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ასახელებენ. ჩემსსამაჟორიტარო ოლქში, ამ მიმართულებით, მასშტაბური კეთილმოწყობითი პროექტები ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია და მაღალი ხარისხის ინვენტარით აღჭურვა.
ვაზისუბანს უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება, სადაც ადამიანები კომფორტულ დასვენებასჯანსაღ გარემოში შეძლებენ. ჩვენს რაიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ გახდეს დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული, საცხოვრებლად სასურველი, თანამედროვე მწვანე უბანი,“ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics