20:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 16:04:39, 1456 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა კირკიტაძის პატიმრობაზე: „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური დევნა ახალ სიმაღლეზე აიყვანა

 „ქართულმა ოცნებამ“ ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკური დევნა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.

„თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ხვდება თავის მომხრეებს, რატომ უგზავნი ამ ხალხს, თუ ამ ხალხს აქვს იქ მიცვენის უფლება, დებოშის უფლება, მაშინ რატომ უკრძალავ იგივეს კირკიტაძეს, რატომ ტოვებ იგივეს სასამართლოში. ყველასთვის ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკური დევნა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობაში დატოვა.

კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics