|
2019-02-12 11:19:53, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - ყველას ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა, ნატო-მ საქართველო წევრად უნდა მიიწვიოს
ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი, გადამდგარი სამვარსკვალიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს, - ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, საქართველოს აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი, რადგან მან ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. "მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის -- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის -- ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა. საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს. მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არის ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს. მესამე საკითხი, კი საქართველოს მეტი ჩართულობაა. მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. სანამ ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც", - განაცხადა ჰაჯესმა. სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)