|
2019-02-11 18:25:49, 1284 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს
IPM კვლევების მიხედვით, ერთ ჯერზე ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე; მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ზამთარი ვირუსების სეზონია! როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა. „ეს აქტივობა, ერთი შეხედვით, ჩვენგან არც ისე დიდ დროს მოითხოვს, თუმცა, დროთა განმავლობაში ხელების დაბანაზე დახარჯული დრო საკმაოდ ბევრია. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 1000 რესპონდენტს ვკითხეთ, რა ინტენსივობით მიმართავდნენ თვითმოვლის ამ აქტივობას და რა დროს ხარჯავდნენ ამისთვის. აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. გამოკითხულთაგან ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია", - მიიჩნევენ კვლევის ავტორები. ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული. 2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვა მოხდა - ერთი ქალი დაიღუპა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)