06:14 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-11 17:13:45, 1264 ნახვა

საზოგადოება
„რატომ გავჩუმდე? ლიბერასტები ვართ თუ რა?“ - ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფები ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ამოღებას ითხოვენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

კომიტეტის სხდომაზე "პარტიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. დაპირისპირება გურამ ფალავანდიშვილის ვაჟსა და კომიტტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს შორის მოხდა. 

გამომსვლელი სიძულვილის ენას იყენებდა, რის გამოც კილაძემ მას მოუწოდა მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავა. 

"რატომ გავჩუმდე? ლიბერასტები ვართ თუ რა ხდება? თქვენს თხოვნას ვერ გავითვალისწინებ. თქვენთვის სახარების ენა მიუღებელია", - განაცხადა გამომსვლელმა. 

"აქ სიძულვილის ენას ნუ გამოვიყენებთ. სხვა ჯგუფებს ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მიუხედავად თქვენი პირადი დამოკიდებულებისა", - მიმართა კილაძემ გამომსვლელს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics