|
2019-02-10 13:35:30, 1531 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ აქცია გაიმართა
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ აქცია გაიმართა. ოჯახი მამა გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს. დღეს ბრალდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საზოგადოებას მოუწოდა რომ აქციას შეუერთდეს. „როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა ეს არის სამარცხვინო და სამწუხარო. სამწუხაროა საქართველოს საპატრიარქოს ქმედება. ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ზიარებას რადგანაც ელემენტარული განცხადება გააკეთეს და ეს განცხადება ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს პროკურატურა თხოვდა ჩემ ძმას რომ ეღიარებინა ეს დანაშაული და დაებრალებინა მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე ვითომდა ეს ორი ადამიანი არის დამკვეთი. ამის შემდეგ გამოდის ახლა მეუფე იაკობი და იგივეს ითხოვს. ითხოვს აბსურდულ აღიარებას,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. აქციას, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა. ზაზა სარალძემ ოჯახის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)