|
2019-02-08 16:31:36, 1056 ნახვა
საზოგადოება
მერია: 9 თებერვალს 00:00-დან 08:00 საათამდე „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება
მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 9 თებერვლის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე ორივე მიმართულებით - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის „შეზღუდვის პერიოდში აეწყობა 200 ტონის ტვირთამწეობის ამწე და ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი დაიწყება. მონტაჟის დროს დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სოფელ დიღმისა და სარაჯიშვილის ქუჩის გავლით „ვეფხის და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჟვანიას მოედნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი კი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)