|
2019-02-07 13:41:11, 1606 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ქებურია ბატიაშვილს: მეჩვენება, რომ ჩვენი ანარეკლი არ მოგვწონს და ვამტვრევთ სარკეებს
„პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორი სწავლება გვაქვს სკოლაში და თქვენ აუქმებთ საზომს, რაღაცნაირად მეჩვენება, რომ თუ ჩვენი ანარეკლი არ მოგვწონს, ვამტვრევთ სარკეებს“, - ამ შეკითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა, ლელა ქებურიამ განამთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კატ-ის გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა წლების განამვლობაში მატულობდა, მიუღებელია ამ საზომის გაუქმება. „მე მინდა კატ-ის გამოცებთან დაკავშირებით დავიწყო ჩემი შეკითხვა. კატ-ის გამოცდები შემოიღეს 2011 წელს და მაშინ ბარიერგადაულახავი, ე.წ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა იყო 9%, 2012 წელს 5%, 2013 წელს სკოლებს დაევალათ გამოცდის ჩატარება და ეს სტატისტიკა სამინისტროს, სამწუხაროდ, არ აქვს. 2014 წელს იყო 9%, 2015 წელს 12%, 2016 წელს 21%, 2017 წელს 25%, 2018 წელს კი 29% გვყავდა ჩაჭრილი მოსწავლეები, ანუ ყოველი მეოთხე მინიმალური კომპედენციის ზღვარს ვერ სცილდებოდა სკოლაში მიღებული განათლების. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს საზომი, რომელიც არსებობდა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა სკოლაში განათლების ხარისხი, ამის გაუქმება ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც პრობლემას თავისთავად ყველანი ვხედავთ, არის თუ არა სწორი. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა საგნობრივი პროგრამები, არ მომხდარა სახელმძღვანელოების რევიზია, არ მომხდარა პედაგოგთან კორპუსის განახლება, არ შეცვლილა შეკითხების ბანკი, ანუ გამოცდაში პრობლემა არ მდგომარეობდა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორი სწავლება გვაქვს სკოლაში და თქვენ აუქმებთ საზომს, რაღაცნაირად მეჩვენება, რომ თუ ჩვენი ანარეკლი არ მოგვწონს, ვამტვრევთ სარკეებს“, - აღნიშნა ლელა ქებურიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)