|
2019-02-05 16:05:16, 1412 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტი გახდეს კიდევ უფრო ქმედითი
„ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, კვლავაც დიდი მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტი გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია და მან განაგრძოს საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის ზაფხულში საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა, რაც, მისივე განცხადებით, იყო აღიარება იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფო ინსტიტუტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „აღსანიშნავია, რომ სამიტი დაიწყო საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით, რომელსაც 24 ქვეყნის და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მესამე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 5 ამბიციურ ვალდებულებას და რომლის შემუშავების მიზნით ჩატარდა 5 სამუშაო შეხვედრა და 7 საჯარო კონსულტაცია. სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების და სხვა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ერთობლივი მუშაობის შედეგად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და მონაწილეებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2018 წელს, ერთობლივი ძალისხმევით, გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ფიზიკური და ინტელექტუალური ჩართულობის შესაძლებლობა, გაუმჯობესდა პარლამენტის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოქალაქეებისთვის გამარტივდა პარლამენტში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა. „ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, კვლავაც დიდი მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტი გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია და მან განაგრძოს საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებით, პარლამენტში იგეგმება მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება, ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)