|
2019-02-05 14:47:49, 999 ნახვა
საზოგადოება
კარატესა და ფეხბურთის ფედერაციები გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში: N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (ქ.თბილისი), N2 პენიტენციური დაწესებულება (ქ. ქუთაისი), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ. თბილისი) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით. ეს საკითხი მწვავედ დგას N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში და ასევე აქტუალურია N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის. ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება. მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკინავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ორი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები იუსტიციის მინისტრთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ გაიცნეს მსჯავრდებულები და სამომავლო მუშაობის მეთოდზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს. გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციამ არასრულწლოვნებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო კალათბურთის ფედერაციამ მათ საქართველოს ნაკრების მაისურები და კალათბურთის ბურთები გადასცა. „ამ შემთხვევაში, პატივსაცემი და წარმატებული სტუმრების საპატიმროში ვიზიტის მიზანს მხოლოდ ვიზიტი და ბავშვების გახარება არ წარმოადგენდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ფედერაცია გამოყოფს მწვრთნელს, რომელიც მინიმუმ კვირაში ერთხელ დაინტერესებულ მსჯავრდებულებს სპორტის მოცემულ სახეობაში ავარჯიშებს და თითოეული ფედერაცია, მოწაფე მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ, თუკი ყოფილ პატიმარს ამის სურვილი ექნება, საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმარება. მადლიერი ვარ, რომ მოცემულ ინიციატივას მონაწილეობის მსურველები უკვე გამოუჩნდა ორი ფედერაციის სახით, რადგან ყოველ კვირა საპატიმროში უსასყიდლოდ ბავშვებისთვის მუშაობა გარკვეულ თავდადებას გულისხმობს.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. სპეციალური პენიტენციური სამსახური 2019 წლის 22 თებერვალს 2019-2020 წლების საქმიანობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამ დღეს, მოცემული ინიციატივის შესახებ კიდევ ერთხელ გამოცხადდება და მასში მონაწილეობის ინდივიდუალურ მსურველებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ პენიტენციური დაწესებულების პირობებში არასრულწლოვნებთან მუშაობის მიზნით.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





