|
2019-02-05 13:33:36, 1023 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - მეზობლის დაუდევრობით კორპუსის მცხოვრებლები საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობლის დაუდევრობის გამო, თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კოპმანიის ცნობით, წუხელ, გვიან ღამით წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა. „გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა. მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ ბინაში შესულ სპეციალისტებს ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ადგილზე გადაღებულ ფოტოებს და მოსახლეობას მოუწოდებს - გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან მობინადრეები მსგავსი დაუდევრობითა და უყურადღებობით დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს. ასევე, ნუ მოიხმართ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს. მსგავსი გაზდანადგარები საშიშია!“, - აცხადებენ „ყაზტრანსგაზში“.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)