|
2019-02-04 12:57:30, 1568 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვაზე: ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, 6 თებერვალს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის კომპანიასთან საბოლოო შეხვედრა გაიმართება, თუმცა კარასინი აღნიშნულ საკითხში სწრაფ გარღვევას არ ელოდებაб - ამის შესახებ დიპლომატმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრა პოზიტიურად დასრულდება. "ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, მაგრამ საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შვეიცარიისა და მათი კომპანიის - SGS-ის წარმომადგენლებიც მიიღებენ. ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ საშუალება მოგვეცემა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ“, - განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, მთავარია, რომ საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს. „ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა. მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექანიზმი უნდა აეწყოს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის“, - აღნიშნა კარასინმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)