|
2019-02-04 10:51:28, 3591 ნახვა
მსოფლიო
„ულტიმატუმებს არ ვიღებთ“ - ნიკოლას მადურო ვენესუელაში სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს
ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადური არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანაში შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. როგორც მადურომ აღნიშნა, ოფიციალურ კარაკასს სურს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში არავინ ჩაერიოს. გარდა ამისა, მადურო ევროკავშირის რიგი ქვეყნების ულტიმატუმსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მადურომ ვენესუელაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს. "ვენესუელაში მოვლენების შემდგომი განვითარება შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების აგრესიისა და სიგიჟის დონეზეა დამოკიდებული. არავის ულტიმატუმებს არ მივიღებთ. ეს იგივეა მე, რომ ევროკავშირისთვის მეთქვა: 7 დღეს გაძლევთ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა აღიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოქმედებებზე გადავალ. საერთაშორისო პოლიტიკა არ შეიძლება იყო დაფუძნებული ულტიმატუმებზე. ჩვენ მზად ვართ ქვეყნისთვის ვიბრძოლოდ და ვენესუელას არ დავთმობთ", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)