|
2019-02-03 13:58:47, 1177 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაქტიონ ბუაძესთან ერთად დაათვალიერა. „ამ ტერიტორიაზე განხორციელდა სამუშაოები - ქვათა ცვენისგან დამცავი ბადეები გაკეთდა. პირველ რიგში, კლდე მთლიანად ჩამოსუფთავდა, რადგან ჩამონგრევის და გარკვეული ზიანის მოტანის საშიშროება არსებობდა. მსგავსი სამუშაოები განხორციელდა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზე, არამედ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ დამცავი ბადეების დამონტაჟებას, რომ ქალაქში უსაფრთხოება დაცული იყოს. სამწუხაროდ, მსგავსი ადგილი ბევრი გვაქვს და მათ მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს თანამედროვე მიდგომები, რომელიც აღნიშნულ პროექტებზე იქნა გამოყენებული, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს. სამონტაჟო სამუშაოები თბილისის შპს „მანგიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 000 ლარი დაიხარჯა. NS
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





